მთავარი > ძებნა - გადარჩენა
ძებნა - გადარჩენა

საქართველოს საზღვაო საძიებო-სამაშველო რაიონი მოქმედებს გემების ანგარიშგების სისტემა - “GEOREP”, რომელიც შეიქმნა 1996 წლის 1 აპრილს (IMO-ს ცირკულარი SN/Circ.178 და განახლადა 2003 წლის 20 თებერვალს SN/Circ 230) საერთაშორისო კონვენციების SOLAS-74/78, MARPOL-73/78, SAR- 79, OPRC-90 და IMO რეზოლუცია A.851 (20) მოთხოვნების შესაბამისად. გემების მონაწილეობა ანგარიშგების სისტემა - “GEOREP”-ში არის აუცილებელი. იგი ემსახურება გემების მონიტორინგს და მათ იდენტიფიცირებას. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისას ამცირებს დროს და ძებნის არეალს და უზრუნველყოფს ამ არეალში არსებული გემების რესურსების განახლებულ ინფორმაციას, რომლებიც მზად იქნებიან დახმარების აღმოსაჩენად. 

 

საძიებო-სამაშველო რაიონის კოორდინატები:

 

(1)

43°23'.00 N

040°00'.50 E

 

(2)

42°24'.00 N

038°41'.00 E

 

(3)

42°20'.15 N

039°00'.13 E

 

(4)

42°08'.00 N

039°50'.50 E

 

(5)

42°02'.00 N

040°26'.00 E

 

(6)

41°57'.00 N

040°42'.00 E

 

(7)

41°35'.50 N

041°16'.50 E

 

(8)

41°31'.00 N

041°33'.00 E

 

საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სამაშველო სამსახურის შესახებ“ წარმოადგენს ძირითად სამართლებრივ აქტს, რომელიც არეგულირებს ძებნა-გადარჩენის და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისათვის ოპერაციების კოორდინაციას.

საერთაშორისო კონვენციის SAR 1979 მოთხოვნების რეალიზებას და მოქმედებების კოორდინაციას და გემების მონიტორინგს საქართველოს პასუხისმგებლობის ძებნა-გადარჩენის საზღვაო რაიონში ახორციელებს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი (სსსც).  საქართველოს სსსც მოქმედებს უბედურებაში მყოფი გემებისა და საფრენი აპარატების საძიებო და სამაშველო საერთაშორისო თანამგზავრული COSPAS-SARSAT სისტემის დებულებების საფუძველზე და მინიჭებული აქვს საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ამ სისტემის საკონტაქტო უწყების სტატუსი (SPOC). საქართველოს სსსც არის უწყება, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ახორციელებს და კოორდინაციას უწევს ძებნა-გადარჩენის ოპერაციებს საქართველოს პასუხისმგებლობის საზღვაო რაიონში. საქართველოს სამივე - ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური (ნავსადგურის კაპიტნის სამსახური) წარმოადგენს ადგილზე მოქმედების საველე კოორდინატორს და სსსც-ს სამაშველო ქვე ცენტრს (სქც), თუ ძებნა-გადარჩენის და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისათვის ოპერაციები ტარდება ნავსადგურის პასუხისმგებლობის საზღვაო რაიონში (12 საზღვაო მილი).

 

სახელმწიფო სსსც-ის და სქც-ის კავშირგაბმულობის სქემა  

  

სისტემა GMDSS-ის A1 და A2 საზღვაო რაიონის სქემა საქართველოს ძებნა-გადარჩენის

 

რაიონში

ძებნა-გადარჩენის მოქმედებების სქემა საქართველოს ძებნა-გადარჩენის

პასუხისმგებლობის რაიონში

ძებნა-გადარჩენისათვის საჭირო საშუალებები და შეასძლებლობები

 

სსსც-ს აქვს შემდეგი ძებნა-გადარჩენის და ნავთობის დაღვრაზე რეაგირების საშუალებები და შესაძლებლობები:

•          სისტემა GMDSS-ის სტანდარტული რადიო დანადგარები A1 და A2 საზღვაო რაიონისათვის;

•          გემებზე INMARSAT - C ტერმინალებზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა ელექტრონული ფოსტით;

•          ფაქსი, ქსელის ტელეფონი, მობილური ტელეფონი;

•          გემების მონიტორინგის - Lloyd’s List Intelligence AIS - სისტემა;

•          გემების მონიტორინგის - VT Explorer 6.15 AIS - სისტემა;

•          ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის მიმღები სადგური;

•          ბათუმის, ფოთის და ყულევის VTS-ში      ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის მონაცემები;

•          რადიოლოკაციური მონაცემების წვდომა ყულევის - VTS-ში;

•          საფრენ აპარატებთან ავრიულ VHF სიხშირეებზე რადიოკავშირის შესაძლებლობა ყულევის - VTS-დან;

•          ძიების დაგეგმვის კომპიუტერული პროგრამა - SAR PC;

•          მე-2 დონის ავარიულად დაღვრილი ნავთობის სალიკვიდაციო აღჭურვილობა და სამუშაო კატარღა;

•          ყოველ 6 საათში საზღვაო ამინდის მიღების შესაძლებლობა სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურიდან“;

•          დღესდღეობით სსსც-ს არ გააჩნია საკუთარი სპეციალიზირებული ძებნა-გადარჩენის სწრაფმავალი კატარღა. ძებნა-გადარჩენის ოპერაციების დროს სსსც იყენებს საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღებს და ბათუმის, სუფსის, ფოთისა და ყულევის ნავსადგურების მცურავ საშუალებებს განრიგის შესაბამისად.

სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“დადებული აქვს თანამთრომლობის შეთანხმებები, საზღვაო საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ურთიერთქმედების პროცედურებზე შემდეგ უწყუებებთან:

1.      სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური;

2.       შპს „საქაერონავიგაცია“;

3.       სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

4.       სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;

5.       საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი;

6.       შპს „ბათუმის აეროპორტი“;

7.       შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“;

8.       ეი პი ემ ტერმინალს კორპორაცია „ფოთის საზღვაო  ნავსადგური“;

9.       შპს „შავი ზღვის ტერმინალი“;

10.    საქართველოს მილსადენის კომპანია/ბი-პი საქართველო. 

საერთაშორისო საზღვაო კონვენციის - ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ - SOLAS 1974 V/7.3 წესის და  MSC/Circ.1079 ცირკულარის შესაბამისად სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დადებული აქვს ძებნა-გადარჩენის ოპერაციების მომსახურებისას თანამთრომლობის შეთანხმებები, ყველა სამგზავრო გემთან, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში და შემოდიან საქართველოს ნავსადგურებში. 

2017 წელს იგეგმება სსსც-ის სრული მოდერნიზაცია, გათვალისწინებულია VHF, MF/HF სანაპირო რადიოსადგურების და არსებული ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემების შეძენა და და ერთმანეთთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირება, თანამგზავრული კავშირის INMARSAT-C და IRIDIUM სისტემების,  ნავიგაციური უსაფრთხოების და მეტეოროლოგიურ შეტყობინების (NAVTEX) მიმღების დანერგვა, საფრენ აპარატებთან დასაკავშირებელი სტაციონარული ავრიული VHF რადიოსადგურის შეძენა და სხვა.