მთავარი > განაცხადის ფორმები
განაცხადის ფორმები

კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი / ნიმუში

კვალიფიკაციის სერტიფიკატი / ნიმუში 

 

 

დისტანციური სერვისით კვალიფიკაციის სერტიფიკატების მისაღებად საჭირო  ინსტრუქცია:

1. ჩამოიტვირთეთ კვალიფიკაციის სერტიფიკატის განაცხადის ფორმა, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ებგვერდზე.

2. შეავსეთ ნიმუშის შესაბამისად და აუცილებლად მიუთითეთ მისამართი, სადაც ფოსტით გამოიგზავნება მზა სერტიფიკატი;

3. განაცხადზე შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი ციფრულად ან დასვათ თქვენი ხელმოწერა როფორც სურათი ან ამობეჭდოთ მოაწეროთ ხელი და შემდეგ დასკანერებული ვერსია გამოგვიგზავნოთ;

4. შეავსეთ სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინვოისის ფორმა და გამოიწერილი ინვოისის შესაბამისად გადაიხადეთ თანხა ჩვენს საბანკო ანგარიშზე;

5. კვალიფიკაციის სერტიფიკატის შევსებული განახცადი, საჭირო დოკუმენტები და ინვოისის შესაბამისად გადახდილი ქვითარი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართე: stcw@mta.gov.ge

6. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის საჭიროების შემთხვევაში შეტყობინება მოგივათ  ელ-ფოსტაზე და/ან sms-ის სახით;

7. სააგენტო მზა დოკუმენტებს მოგაწოდებთ ფოსტით განაცხადში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე;

8. კონსულტაციისათვის 9 საათიდან 6 საათამდე იმუშავებს ცხელი ხაზი: 599 293 746

 

 

დისტანციური სერვისით კომპეტენციის სერტიფიკატების მისაღებად საჭირო  ინსტრუქცია:

1. კომპეტენციის სერტიფიკატისათვის დისტანციური სერვისით განაცხადი მიიღება მხოლოდ კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში;

2. ჩამოიტვირთეთ კომპეტენციის/ კვალიფიკაციის სერტიფიკატის განაცხადის ფორმა, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე

3. შეავსეთ განაცხადი ნიმუშის შესაბამისად და აუცილებლად მიუთითეთ ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია;

4. განაცხადი უნდა ამოიბეჭდოს შეივსოს, მოეწეროს ხელი  და შემდეგ დასკანერებული ვერსია გამოგვიგზავნოთ;

5. კომპეტენციის სერტიფიკატის შევსებული განახცადი, საჭირო დოკუმენტები, მათ შორის ნაოსნობის სტაჟები და მათიუ დამადასტურებელი ბეჭდები სამოქალაქო პასპოტსა და მეზღვაურის წიგნაკიდან უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: stcw@mta.gov.ge

6. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის საჭიროების შემთხვევაში შეტყობინება მოგივათ  ელ-ფოსტაზე და/ან sms-ის სახით;

7. კომპეტენციის სერტიფიკატის განხილვის შემდეგ მიიღებთ შესაბამის SMS-. დადებითი რეზოლუციის შემთხვევაში შეგიძლიათ გადაიხადოთ კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების საფასური შემდეგ რეკვიზიტებზე:

 

მიმღები: სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ბანკი: სახელმწიფო ხაზინაTRESGE22

მიმღების ანგარიშის ნომერი: 707227058

 

საფასურები:

-  ექსპლუატაციის დონე (სავახტო თანაშემზე/მექანიკოსი):

 7 სამუშაო დღე 230 ლარი;

5 სამუშაო დღე 330 ლარი;

3 სამუშაო დღე 390 ლარი;

24 სთ  სამუშაო დღე 420 ლარი;

იმავე დღე სამუშაო დღე 455 ლარი.

 

-  მართვის დონე (კაპიტანი, უფროსი თანაშემწე, უფროსი მექანიკოსი, მეორე მექანიკოსი:

 7 სამუშაო დღე 330 ლარი;

5 სამუშაო დღე 495 ლარი;

3 სამუშაო დღე 565 ლარი;

24 სთ  სამუშაო დღე 630 ლარი;

იმავე დღე სამუშაო დღე 665 ლარი.

 

-  დამხმარე დონე (მატროსი, მოტორისტი, ბოცმანი, დონკერმანი, მზარეული):

 7 სამუშაო დღე 65 ლარი;

5 სამუშაო დღე 115 ლარი;

3 სამუშაო დღე 130 ლარი;

24 სთ  სამუშაო დღე 145 ლარი;

იმავე დღე სამუშაო დღე 155 ლარი.


-   GMDSS რადიო ოპერატორი:

7 სამუშაო დღე 120 ლარი;

5 სამუშაო დღე 185 ლარი;

3 სამუშაო დღე 210 ლარი;

24 სთ  სამუშაო დღე 240 ლარი;

იმავე დღე სამუშაო დღე 245 ლარი.

 

 

8. კონსულტაციისათვის 9 საათიდან 6 საათამდე იმუშავებს ცხელი ხაზი: 599 293 746