მთავარი > სიახლეები
სიახლეები
ზეპირ გამოცდაში ჩართულ ექსპერტთა შერჩევა
09 იანვარი, 2023

 

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2023 წლის 9 იანვრიდაან 31 იანვრის ჩათვლით ახორციელებს მეზღვაურთა ზეპირ გამოცდაში ჩართულ ექსპერტთა შერჩევას, კერძოდ შემდეგ თანამდებობებზე:

·         კაპიტანი;

·         უფროსი თანაშემწე;

·         უფროსი მექანიკოსი;

·         მეორე მექანიკოსი;

მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა  საქმიანობის ანაზღაურება ხდება შესაბამისი წესის შესაბამისად, მასთან გაფორმებული  მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

შერჩევაში მონაწილე ექსპერტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

·         უნდა გააჩნდეს უმაღლესი საზღვაო განათლება;

·         უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება კაპიტნის ან უფროსი მექანიკოსის რანგში; ან

·         უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება უფროსი თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის რანგში;

·         იცნობდეს მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს;

·         იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;

·         აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

შერჩევაში მონაწილეობისთვის მოწვეულმა ექსპერტმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა (დანართი) რომელსაც თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

·         პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და პასპორტი;

·         ავტობიოგრაფია (CV).

·         კომპეტენციის სერტიფიკატის ასლები.

 

გადმოტვირთეთ: განაცხადის ფორმა

განცხადება და თანდართული დანართები კანდიდატებს შეუძლია გამოაგზავნოს სააგენტოს ელ-ფოსტაზე info@mta.gov.ge ან stcw@mta.gov.ge   ან პირადად ჩააბაროს კანცელარიაში.