მთავარი > სიახლეები
სიახლეები
ინგლისური ენის უფასო კურსები მეზღვაურთა რიგითი შემადგენლობისათვის
25 ივლისი, 2020

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 3 აგვისტოდან ინგლისური ენის შემსწავლელი სპეციალიზირებული, ინტენსიური სასწავლო კურსები დაიწყება გემბანისა და სამანქანე განყოფილების რიგითი შემადგენლობის მეზღვაურებისთვის.

მსურველებს 5 კვირის განმავლობაში ინგლისური ენას სამუშაო გარემოს კონტექსტში შეასწავლიან და საუბრის, წერისა და კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებაზე იმუშავებენ.