მთავარი > სიახლეები
სიახლეები
8 ივნისიდან საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები გაიხსნება!
05 ივნისი, 2020

8  ივნისიდან საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები გაიხსნება!

 პირველ ეტაპზე იგეგმება დამწყები და რანგზე პირველი სერტიფიცირების მეზღვაურების წვრთნა.
ამ კატეგორიას უპირატესობა მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ სხვა დანარჩენი მეზღვაურის დოკუმენტაციის ვადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რეგულაციების შესაბამისად ავტომატურად გაგრძელებულია 6 თვით.

 კურსის თეორიული ნაწილის სწავლება განხორციელდება დისტანციურად ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ხოლო პრაქტიკული ნაწილის - დაწესებულებაში, კურსის მსმენელთა უშუალო ჩართულობით.

წვრთნები ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ძირითადი დოკუმენტი 

დანართი