მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი დაესწრო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს საგრანტო პროექტის ფარგლებში დახურვის კონფერენციას
08 ნოემბერი, 2018

2018 წლის 8 ნოემბერს, სასტუმრო Hilton ბათუმში გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს საგრანტო პროექტის ფარგლებში დახურვის კონფერენცია -„ჩვენ პროფესიონალები ვართ“.

კონფერენცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის ფარგლებში გაიმართა. 16 მილიონიანი პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია განავითაროს და აამაღლოს პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების შესაბამისად.

 კონფერენციას უმასპინძლა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი Pearson Education Limited, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.

 აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ :

ეს პროექტი ადამიანური კაპიტალის განითარებისთვის საუკეთესო ინვესტიციას წარმოადგენს.

საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა ეროვნულ საგანმანათებლო სისტემაში  მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი განვითარებისა და საზღვაო ინდუსტრიისთვის.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც  საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო მონაწილეობა თევზსაჭერი გემის ნავიგატორის პროგრამის ეროვნული სტანდარტის შექმნასა და იმპლემენტაციაში. ეს იყო მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი, რაც უზრუნველყოფს განათლებისა და ტრეინინგის გზით კვალიფიკაციური კადრების მომზადებას.

ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ განახორციელა საზღვაო დარგის მომიჯნავე 7 პროფესიული პროგრამის დანერგვა და ასევე,  შესწავლილ იქნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის არსებული შესაძლებლობები და განისაზღვრა სამომავლო სტრატეგია, რაც პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას შეუწყობს ხელს.