2013 წლის 01 იანვრიდან სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს საკრუინგო კომპანიების ნებაყოფლობით აღიარებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ თუ საკრუინგო კომპანიას 2013 წლის 01 მარტამდე ნებაყოფლობით ექნება გავლილი საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების აუდიტი, რომელიც ჩატარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოსათვის ძალაში მყოფი საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილზე უფრო მაღალი სტანდარტით, სააგენტო ავტომატურად აღიარებს საკრუინგო კომპანიას. საკრუინგო საქმიანობის განმახორცილებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი რეგულირდება 2020 წლის 04 აგვისტოს N10 ბრძანებით
MTA3-03-312 - საკრუინგო კომპანიის განაცხადის ფორმა
MTA3-03-689 - განაცხადი აღიარებული საკრუინგო კომპანიის აღიარების სერტიფიკატში ცვლილების შეტანის თაობაზე
MTA3-03-690 - განაცხადი აღიარებული საკრუინგო კომპანიის შეჩერებული აღიარების განახლების შესახებ.